Accessibility links

site logo site logo

პოზნერი: საპატიო კახელი ვარ და რა თქმა უნდა, კვლავ ჩავალ საქართველოში


ვლადიმირ პოზნერი

რუსეთის „პირველი არხის“ ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ყოფნის საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და მის წინააღმდეგ გამართული აქციები პოლიტიკურ ბრძოლას დაუკავშირა. პოზნერის აზრით, საქართველოს ოპოზიციამ მისი ჩასვლა გამოიყენა. „გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთზე“, - წერს ის ვებსაიტზე pozneronline.ru.

ტელეწამყვანი საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს.

„მინდა ვთქვა, სრული სიცხადით, რომ არანაირი წყენა საქართველოს ან ქართველების მიმართ არ მაქვს, ამასთან, მე, საერთოდ, საპატიო კახელი ვარ და რა თქმა უნდა, კვლავ ჩავალ საქართველოში - უპირობოდ”, - აცხადებს ვლადიმირ პოზნერი.

პოზნერი თბილისში თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოვიდა დაბადების დღის აღსანიშნავად, თუმცა საპროტესტო აქციების გამო იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 31 მარტს, ღამით სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტი მწვავე ფორმებით გამოხატეს, მათ შორის, კვერცხები დაუშინეს საასტუმროს, სადაც ის იმყოფებოდა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG