საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მედალი მოიპოვა. შოთა მიშველიძის (61 კილოგრამი წონითი კატეგორია) მიერ ატაცსა და ორჭიდში აღებულ ვერცხლებს, გოგა ჩხეიძემ (67 კგ) ბრინჯაო მიამატა.
პირველ მოძრაობაში - ატაცში ჩხეიძემ 140-კილოგრამიანი შტანგა ასწია, რაც მეოთხე შედეგი აღმოჩნდა. მედალი მეორე მოძრაობაში - აკვრაში მოიპოვა, 170 კილოგრამით. ორჭიდის ჯამში კი მეხუთე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატი 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და საქართველოს სახელით მედლისთვის ბრძოლაში კიდევ რვა ძალოსანი ჩაებმება: კახი ასანიძე (73 კგ), რევაზ დავითაძე (89 კგ), ანტონ პლესნოი (96 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ), ნათია გადელია (81 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (87 კგ).
დაწერეთ კომენტარი