Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას შეიმუშავებს


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები.

"განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები", - აღნიშნულია განცხადებაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.

10-წლიანი განვითარების გეგმის შექმნის დაპირება ღარიბაშვილმა პრემიერად დამტკიცებამდე დადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG