Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ირანი სკეპტიკურად უყურებენ ბირთვული პროგრამის გარშემო ვენაში დაგეგმილ მოლაპარაკებას


ირანის ბირთვული რეაქტორი
ირანის ბირთვული რეაქტორი

აშშ და ირანი დიდ იმედებს არ ამყარებენ ევროკავშირის შუამავლობით ვენაში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2016 წელს ხელმოწერილი შეთანხმების განახლების მიზნით 6 აპრილს უნდა გაიმართოს.
ვაშინგტონი თავს არიდებს საუბარს გარღვევაზე და მოლაპარაკებას უწოდებს „რთულს“.

თეირანი კი დაჟინებით იმეორებს, რომ ის არ ჩაერთვება აშშ-თან არანაირ მოლაპარაკებაში და მანამ არ გადადგამს არავითარ ნაბიჯს, სანამ ვაშინგტონი უარს არ იტყვის თეირანისადმი დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე.

ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთისა და ჩინეთის, მათთან ერთად ირანის დიპლომატები, 6 აპრილს მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის შუამავლობით დაგეგმილ შეხვედრაში. ეს ექვსი ქვეყანა ბირთვულ შეთანხმებაში დარჩა მას მერე, რაც აშშ-მა 2018 წელს ის ცალმხრივად დატოვა და თეირანს ახალი სანქციები დაუწესა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, დაუბრუნდეს შეთანხმებას, მაგრამ მისი ადმინისტრაცია ჯერ ირანისგან მოითხოვს ბირთვული ვალდებულებების შესრულებას

"ვენის შეხვედრაზე ჩვენი დღის წესრიგი მდგომარეობს აშშ-ის მხრიდან თეირანისადმი დაწესებული ყველა სანქციის მოხსნაში. როგორც ჩვენმა უზენაესმა ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, ირანი უფრო ნაკლებს არასოდეს დათანხმდება“, - უთხრა ანონიმმა ირანელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო როიტერსს ვენის შეხვედრის დაწყების წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG