Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ლიდერები რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდებიან ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობის საკითხებზე


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი 6 აპრილს თურქეთში შეხვდებიან ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. ოფიციალური ცნობით, შეხვედრის დროს იმსჯელებენ მიგრანტთა საკითხზე მრავალი წლის განმავლობაში არსებული უთანხმოების მოგვარებისა და ევროკავშირ-თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
გასულ თვეში ევროკავშირის ლიდერებმა შეიმუშავეს თურქეთთან თანამშრომლობის განახლების საგზაო რუკა, მაგრამ, ბრიუსელში აცხადებენ, რომ პროგრესისათვის აუცილებელია ერდოანის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ თურქეთის ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ფურცლის გადასაშლელად.

ანკარა, თავის მხრივ, დაჟინებით მოითხოვს ევროკავშირისგან, რათა ბრიუსელმა განაახლოს იმ შეთანხმების რეალიზება, რომელიც ევროპისკენ მიმავალი მიგრანტთა ნაკადის თურქეთის ტერიტორიაზე განთავსების სანაცლოდ მიალიარდობით ევროს კომპენსაციის გამოყოფას ითვალისწინებს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ამ შეთანხმების დარღვევაში.

თურქეთი აცხადებს, რომ ბრიუსელისგან სრულად ვერ მიიღო დაპირებული დაფინანსება. ევროკავშირი კი ანკარისაგან მოითხოვს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც ევროკავშირიდან გაბრუნებულ მიგრანტთა მიღებას ითვალისწინებს.

ევროკავშირი დაინტერესებულია იმითაც, რომ თურქეთმა „პოზიტიური წვლილი შეიტანოს“ ლიბიის, სირიისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების გადაჭრაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG