Accessibility links

site logo site logo

მეტროში გადაღებულ ფოტოზე "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" განმარტებას ავრცელებს


"თბილისის სატრანსპორტო კომპანია", რომელიც თბილისის მეტროს მმართველი კომპანიაა, "სადგურის მოედანზე" გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, ეს ადგილი მგზავრთა ჭარბი რაოდენობით გამოირჩევა, რადგან პირველ და მეორე ხაზებს შორის გადასასვლელია.

"თბილისის მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს... აღნიშნულ მონაკვეთში ზოგადად, თავს იყრის შედარებით მეტი მგზავრი, თუმცა, არსებული განრიგები საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად უზრუნველვყოთ მათი გადაადგილება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ პიკის საათის დროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი საბურთალოს ხაზზე შემცირებულია 3,5 წუთამდე, ხოლო პირველ ხაზზე - 2,5 წუთამდე. 2019 წელს მოცდის დრო მინიმუმ 4 წუთი იყო.

ფოტომასალა ფეისბუკგვერდმა "ჩემი ქალაქი მკლავს" რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG