Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია აცხადებს რომ კლინიკიდან მალე გაწერენ


​პოლიტიკური მოძრაობა „დროა"-ს ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში" მოათავსეს. როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მას წნევის პრობლემა ჰქონდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მალე გაწერენ.

„დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი, მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე", - დაწერა „ფეისბუკზე" რამდენიმე წუთის წინ თავად ხოშტარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG