Accessibility links

site logo site logo

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ გახარიასგან არავითარ პრობლემას არ ელოდება


ირაკლი კობახიძე

ყოფილი პრმეიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესახებ ილაპარაკა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, 65% გიორგი გახარიას მიიჩნევს მისაღებ საჯარო პირაად.

„ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ როდესაც კვლევა ტარდებოდა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, იმ დროისათვის 90%-ის განმავლობაში, გიორგი გახარია იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მაღალი რეიტინგი და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაცილებიტ მცირე იქნება.

„გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის რეიტინგი განსაზღვრავს პერსონალურ რეიტინგს. თუმცა დაველოდოთ მომდევნო კვლევები, აჩვენებს, ბუნებრივია, ყველაფერს. დღეს ეს საკითხი არც არის აქტუალური, გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გახარია დღეს პოლიტიკურ პროცესებში არავითარი ფორმით არ არის ჩართული", - აღნიშნავს კობახიძე.

შეკითხვაზე, გახარიას აქვს განაცხადი პოლიტიკაში ყოფნის შესახებ და ვის შეუქმნის ის საკუთარი პოლიტიკური პარტიით პრობლემას - ხელისუფლებას თუ ოპოზიციას? ირაკლი კობახიძე ასე პასუხობს: „ჩვენ არავითარ პრობლემებს არ ველოდებით".

გიორგი გახარია აცხადებს, რომ იპოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. 18 თებერვალს ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. გახარიამ მიზეზად დაასახელა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. მის გადადგომამდე მელიას დასაკავებლად მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG