Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევა


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ზედიზედ მეექვსე კვირაა იზრდება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა 4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 5%-ით მეტია.

ერთ კვირაში ყველაზე მეტი, თითქმის 514 ათასი ადამიანი დაავადდა ინდოეთში, 505 ათასზე მეტი ბრაზილიაში და 444 ათასზე მეტი აშშ-ში. პირველ ხუთეულში არიან თურქეთი, სადაც ერთ კვირაში თითქმის 266 ათასი ადამიანი დაინფიცირდა და საფრანგეთი, სადაც 244 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხა.

წინა კვირასთან შედარებით, მსოფლიოში 11%-ით გაიზარდა ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 71 355 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG