Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეშენალი: ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები პანდემიას იყენებენ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშენალის“ თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართულმა გარკვეულმა ზომებმა კიდევ უფრო გააღრმავა ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და უთანასწორობის არსებული მოდელები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც ცალკეული ხელისუფლებები კრიზისს იყენებენ როგორც ერთგვარ „კვამლის საფარველს“ ძალაუფლების ხელში ჩაგდების, თავისუფლების ჩახშობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ვალდებულებების იგნორირების შესანიღბად.


7 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო ამ ორი რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფომ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რაც უკავშირდება როგორც თავისუფალი შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის, ისე თავისუფლად გადაადგილების უფლებათა შეზღუდვას.

ანგარიშის თანახმად, ბულგარეთში, კვიპროსში, საფრანგეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, რუსეთში, სლოვაკეთსა და სერბეთში ადგილი ჰქონდა ბოშების, თვშესაფრის მაძიებელი დევნილებისა და მიგრანტების დისკრიმინაციულ „იძულებით კარანტინში“ მოთავსებას.
სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები უკანონოდ იყენებდნენ ძალას ბელგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, საქართველოსა და საბერძნეთში. ხოლო აზერბაიჯანში პანდემიის შეკავების საბაბით გახშირდა დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე, - აღნიშნულია "ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG