Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხსნეს ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც Sputnik V-ს ეწინააღმდეგებოდა


ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა პრაღის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელი პეტრ არენბერგერი. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა. მან ახალ მინისტრს დაავალა, შეასრულოს სამუშაო ჩეხეთის მოქალაქეთა ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და უზრუნველყოს კორონავირუსის ვაქცინის, მათ შორის რუსული Sputnik V-ის, ხელმისაწვდომობა.

არენბერგერის წინამორბედი იან ბლატნი ეწინააღმდეგებოდა რუსული პრეპარატის გამოყენებას, რომელიც არ არის მოწონებული ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ. პრეზიდენტი ზემანი და პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აკრიტიკებდნენ Sputnik V-ის მიმართ ექსმინისტრის პოზიციას მაშინ, როცა ქვეყანასა და ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესი უკიდურესად ნელა მიმდინარეობს. ბლატნიმ თავის გადაყენებას უწოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რის უფლებაც აქვთ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.

არენბერგერი ადრე აცხადებდა, რომ თანახმაა, რუსულმა ვაქცინამ ჩეხეთში მოხალისეებზე გაიაროს კლინიკური გამოცდა. მისი თქმით, საამისოდ საკმარისი იქნება ჩეხეთის მარეგულირებლის თანხმობა. ახალი მინისტრი იმედოვნებს, რომ ერთი თვის განმავლობაში მოახერხებს ვაქცინის მოპოვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG