Accessibility links

site logo site logo

ბათუმში 28 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა


ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 28 წლის ქალია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა. ამ სტატისტიკაში 28 წლის ქალის გარდაცვალება ასახული არ არის.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 285 645 შემთხვევა. მათგან 275 547 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3840 ადამიანი. მონაცემები ხვალ დილით განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG