Accessibility links

site logo site logo

მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა რადიო თავისუფლებისთვის "როსკომნადზორის" მიერ დაწესებული ჯარიმები


7 აპრილს მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა რუსეთის მედიის მონიტორინგის უწყების, „როსკომნადზორის“ მიერ რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების (რთე/რთ) რუსულენოვანი სამსახურებისთვის დაწესებული ჯარიმები მათ მიერ „უცხოეთის აგენტის“ კანონის სავარაუდო დარღვევებისთვის.

ტვერის რაიონის სასამართლომ ძალაში დატოვა 5,5 მილიონი რუბლის (70700 აშშ დოლარი) ჯარიმა და უარყო რთე/რთ-ის აპელაცია.

მთლიანობაში „როსკომნადზორმა“ რთე/რთ-ის წინააღმდეგ 390 სარჩელი შეიტანა იმისთვის, რომ მედიაკომპანიამ „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით არ აღნიშნა მასალა, რომელიც რუსეთში ვრცელდება.

დღეისთვის სასამართლომ ძალაში დატოვა 260 სარჩელი, რომლებიც მთლიანობაში 1 მილიონ დოლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს.

რთე/რთ არ იცავდა იარლიყების დართვის მოთხოვნას.

„როსკომნადზორმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რთე/რთ-მ 60 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს ჯარიმები. თუკი კომპანია ჯარიმებს არ გადაიხდის, „როსკომნადზორი“ იმუქრება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკავს რთე/რთ-ის ვებსაიტებს.

რთე/რთ-ის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, რომ კომპანია „რუსეთის ხელისუფლებას მიზანში ჰყავს ამოღებული, ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთში მზარდი აუდიტორიისთვის ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდებას მაშინ, როცა კრემლი ცდილობს რუსეთის ხალხს შეუზღუდოს ინფორმაციაზე წვდომა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG