Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 201 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 761 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 537-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი - 434 თბილისშია.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 2.23%;

ბოლო 7 დღის - 2.5%;

ბოლო 14 დღის - 2.03%.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ამ კვირაში განაცხადა, რომ თუ დადებითობის 14-დღიანი მაჩვენებელი 2%-ს გასცდება, მთავრობას აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე ფიქრი მოუწევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 15 მარტიდან აცრილია 15 693 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 286 406 შემთხვევა. მათგან 276 084 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3849 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა აპრილში:

1 აპრილი - ახალი შემთხვევა 499(ტესტი 28712). გარდაცვლილი 7;

2 აპრილი - ახალი შემთხვევა 529(ტესტი 24646). გარდაცვლილი 13;

3 აპრილი - ახალი შემთხვევა 580(ტესტი 29729). გარდაცვლილი 6;

4 აპრილი - ახალი შემთხვევა 464(ტესტი 15649). გარდაცვლილი 7;

5 აპრილი - ახალი შემთხვევა 228(ტესტი 9211). გარდაცვლილი 11;

6 აპრილი - ახალი შემთხვევა 897(ტესტი 24582). გარდაცვლილი 10;

7 აპრილი - ახალი შემთხვევა 687(ტესტი 27713). გარდაცვლილი 8;

8 აპრილი - ახალი შემთხვევა 761(ტესტი 34201). გარდაცვლილი 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG