Accessibility links

site logo site logo

ბაიდენი გეგმავს ზომების გატარებას აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შესამცირებლად


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 8 აპრილს გამოაცხადებს მისი ადმინისტრაციის პირველ ნაბიჯებს ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შესამცირებლად, მას შემდეგ, რაც ბოლო ხანებში ძალადობის გახშირებამ ახალ ადმინისტრაციაზე ზეწოლა გაზარდა ზომების გასატარებლად.

გეგმა მოიცავს ზომებს ე.წ. "იარაღი-მოჩვენების" გავრცელების შესამცირებლად - იარაღის, რომელიც კუსტარულადაა აწყობილი და მისი კვალის დადგენა შეუძლებელია, უთხრა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს 7 აპრილს. ცეცხლსასროლი იარაღისგან განსხვავებით, ამგვარ იარაღს ამჟამად არ ეხება სარეგულაციო ზომები, რაც ნიშნავს, რომ მისი შეძენა მყიდველის ვინაობის და ისტორიის შემოწმების გარეშეა შესაძლებელი.

სხვა ზომები იქნება ახალი კანონის შემუშავება, რომელიც სასამართლოებს და სამართალდამცველებს უფლებას მისცემს იარაღი ჩამოართვან საზოგადოებისთვის საფრთხედ მიჩნეულ პირებს.

იარაღის კონტროლი დაპირისპირების გამომწვევი საკითხია აშშ-ში, სადაც იარაღის ფლობა კანონიერია კონსტიტუციის მეორე შესწორების თანახმად. კონტროლის მომხრეები გამოდიან იარაღის შეძენის უფრო მკაცრი შეზღუდვის მოწოდებით, იარაღის მფლობელთა დამცველები კი აცხადებენ, რომ უკვე საკმარისად ბევრი კანონი არსებობს და დამატებითი კანონმდებლობები ვერ გადაჭრის მასობრივი მკვლელობების პრობლემას.

ბოლო პერიოდში სროლა მოხდა ჯორჯიასა და კოლორადოში, რასაც 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამ შემთხვევებმა გაზარდა ზეწოლა ბაიდენზე, რომ მან ზომები გაატაროს ძალადობის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG