Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიდერები სიმშვიდისკენ მოუწოდებენ ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარე არეულობის მონაწილეებს


ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლებამ საგანგებო სხდომა მოიწვია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში წუხელაც გაგრძელდა სამი დღის წინ დაწყებული სერიოზული არეულობა და შიდა დაპირისპირება, რაც გამოწვეულია „ბრექსიტთან“ დაკავშირებული ვაჭრობის ახალი წესების გამო.

ჩრდილოეთის ირლანდიის პირველმა მინისტრმა, არლინ ფოსტერმა, დემოკრატიული იუნიონისტური პარტიის ლიდერმა და მისმა მოადგილემ, ირლანდიური ნაციონალისტური შინ ფეინის პარტიის წარმომადგენელმა, დაგმეს მომხდარი ძალადობა და სამართალდამცველებზე თავდასხმები. წუხელ ყველაზე დიდი არეულობის ეპიცენტრი იყო ბელფასტის პრობრიტანული ლოალისტური რაიონები, სადაც ბრბომ ცეცხლი წაუკიდა ავტობუსს და ქვებს უშენდა პოლიციას.

ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც იმართება პროტესტანტულ და კათოლიკურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული მყიფე შეთანხმებით.

ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის ერთი ნაწილი თავს მიიჩნევს ბრიტანელებად, ნაწილი - ირლანდიელებად. ახალმა სავაჭრო წესებმა და სხვა ცვლილებებმა, რაც 2020 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირიდან გასვლის („ბრექსიტის“) პროცესის დასრულების შედეგად იქნა მიღებული, კიდევ უფრო გააღრმავა ისტორიული უთანხმოება ჩრდილოეთ ირლანდიის შიგნით.


7 აპრილს ბელფასტში უმართავმა ბრბომ „მშვიდობის კედელთან“, რომელიც შენკილ როუდს ირლანდიელი ნაციონალისტების რაიონისგან ყოფს, პოლიციის თქმით, „ჩაიდინა სერიოზული დანაშაული“, რის შედეგადაც დაშავდ 55 პოლიციელი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, და ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა, ძალადობის მონაწილეებს კრიზისის აღკვეთისა და დიალოგისკენ მოუწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG