Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი მშფოთვარე დონბასში გაემგზავრა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი 8 აპრილს აღამოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით იმ ფონზე, როდესაც კვირაზე მეტია გრძელდება ინტენსიური სროლა და დაბომბვა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

„სახელმწიფოს მეთაური მოინახულებს წამყვან პიზიციებს, სადაც ბოლო ხანს სისტემატურად ირღვევა ცეცხლის საყოველთაო შეწყვეტის რეჟიმი და სადაც მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის არმიის ცნობით, წუხელ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში რუსეთის ჰიბრიდული ძალების მხრიდან განხორციელებული ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. კონფლიქტის მორიგი ესკალაციის შედეგად კი უკრაინის არმიამ დონბასში ბოლო ორ კვირაში 8 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

„ვოლოდიმრი ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდალი, დონბასში ჩადის, სამხედროებთან შესახვედრად და მათ გასამხნევებლად", - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრციაში.

ბოლო ვოლოდიმრი ზელენსკი ფრონტის ხაზზე 2021 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG