Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხარს უჭერს ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაციას ჩეხეთში


ადავბნელობის გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირა ბავშვების სავალდებულო აცრას ჩეხეთის რესპუბლიკაში. სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის სახელმწიფო პოლიტიკა იჭრება პირადი ცხოვრების უფლებაში, არსებობს ამასთანავე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობა.
სტრასბურგის სასამართლოში საქმე აღიძრა იმ მშობლების სარჩელის საფუძველზე, რომლებიც ან დააჯარიმეს ან რომელთა შვილებს უარი ეთქვათ ევლოთ სკოლამდელ დაწესებულებებში სავალდებულო აცრის გარეშე.

ჩეხეთის მიერ გატარებული ზომები „უნდა შეფასდეს“ როგორც „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტში. „მიზანი უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ თითოეული ბავშვი იყოს დაცული სერიოზული დაავადებებისგან ვაქცინაციის გზით ანდა ჯოგური იმუნიტეტის შედეგად“, - წერია სასამართლოს დასკვნაში.

სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში კორონავირუსის პანდემიამდე იქნა შეტანილი, მაგრამ ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია ხელახლა შევიდეს ძალაში, თუ დავის საგანი გახდება ბავშვების აცრა COVID-19-ს წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG