Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით დაინფიცირდა ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე


ნინო სურგულაძე

კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ წერს „ფეისბუკზე" ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე.

„არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, სირთულე, ვირუსი თუ სხვა რამე, რასაც ერთმანეთის სიყვარულით, მოფრთხილებით, ერთმანეთზე ზრუნვით და უფლის შეწევნით ვერ მოვერევით. დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც უკვე კოვიდინფიცირებული ვარ, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თქვენი სიყვარული და სითბო ახლაც ძალიან გამაძლიერებს გთხოვთ ყველას ძალიან, გაფრთხილდით, დაიცავით რეგულაციები, ნუ მივცემთ შანსს კოვიდს, მოგვერიოს, ჩვენ მოვერიოთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. მიყვარხართ", - წერს სურგულაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG