Accessibility links

site logo site logo

ძალოსანმა რევაზ დავითაძემ ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე


საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ სამი მედალი მოიპოვა. 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რევაზ დავითაძე ორივე მოძრაობასა და ორჭიდის ჯამშიც კვარცხლბეკზე ავიდა.

პირველ მოძრაობაში - ატაცში დავითაძემ 171-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა მეორე ცდისას დაფიქსირებული 203 კილოგრამით მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. მესამე ცდაზე კი 205 შეუკვეთა, რაც ორჭიდის ჯამშიც ევროპის ჩემპიონის ტიტულს მოაპოვებინებდა, მაგრამ სიმძიმე ვერ დაიმორჩილა და მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა. რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონს - სომეხ კარენ ავაგიანს (375 კგ) ერთი კილოგრამით ჩამორჩა.

ევროპირველობა კიდევ სამი დღე გაგრძელდება და საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ანტონ პლესნოი (96 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ), ნათია გადელია (81 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (87 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG