Accessibility links

site logo site logo

სომხეთის მეორე პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სასამართლოში უჩივის


სომხეთის მეორე პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი ცილისწამებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარვევისთვის სასამართლოში უჩივის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მისგან კომპენსაციის სახით 4 მილიონი დრამის (10 00 $) გადახდას მოითხოვს.

ქოჩარიანის წარმომადგენელმა აიაკ ალუმიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს უთხრა, რომ სარჩელის შეტანის მიზეზი გახდა 1 მარტს, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე მიტინგზე გამოსვლის დროს ნიკოლ ფაშინიანის ცილისმწამებლური განცხადება სომხეთის მეორე პრეზიდენტის მისამართით.

„ამ ხანგრძლივი გამოსვლის დროს [ფაშინიანმა] თქვა, რომ 2008 წლის 1 მარტს ხელისუფებამ გამოიყვანა ტანკები, რათა ხალხისთვის ესროლა. ამ მიმართულებით სხვა მოსაზრებებიც გამოითქვა. და კიდევ თქვა, რომ სასამართლო პორცესი სწორედ იმიტომ ჭიანურდება, რომ ამ ყველაფერს ფარდა არ აეხადოსო“, - აცხადებს ქოჩარიანის წარმომადგენელი.

საერთო ჯამში რობეტ ქოჩარიანმა ფაშნიანის წინააღმდეგ სამი საჩივარი შეიტანა სასამართლოში. პირველი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რადგან მოპასუხე მხარემ სასამართლოში უარყოფა წარმოადგინა. ამჟამად განხილვის სტადიაში ქოჩარიანის მეორე სარჩელი, ხოლო მესამე - სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ყველა სარჩელი ცილისწამებას ეხება.

ამ დავის ფონია ერევნის სასამართლოს გადაწყვეტილება. 7 აპრილს სასამართლო დააკმაყოფილა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ადვოკატების საკასაციო სარჩელი და გამოაცხადეს, რომ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დახურულია მისი არაკონსტიტუციურობის გამო.


ქოჩარიანს, რომელიც 1998-2008 წლებში იყო სომხეთის პრეზიდენტი, და კიდევ ორ გადამდგარ გენერალს, იური ხაჩატუროვსა და სეირან აჰანანს, 2018 წელს წაუყენეს კონსტიტუციური წყობის ჩამოგდების ბრალდება. ბრალდება უკავშირდება ერევანში 2008 წელს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს, როცა საპროტესტო გამოსვლებისას დაიღუპა რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი. 66 წლის ექს-პრეზიდენტი უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 2020 წლის ივნისში ქოჩარიანი 4,1 მილიონი დოლარის გირაოთი გამოუშვეს პატიმრობიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG