Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანით შეიარაღებული კაცი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში შეიჭრა


ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, ეპარქიის რეზიდენციაში შეიჭრა ცივი იარაღით შეიარაღებული კაცი, რომელიც, მისი თქმით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

გორელიშვილის ცნობით, 8 აპრილს, 16:00 საათზე, 50 წლამდე უცნობმა კაცმა რეზიდენციის კარი შეამტვრია. როგორც პრესსპიკერი ამბობს, მისი შეჩერება ადგილზე მყოფმა პოლიციელმა, სტიქაროსანმა და ძაღლმა შეძლეს.

„იმდენად უგონო მდგომარეობაში იყო, რომ ვერ ამბობდა რა უნდოდა. იგინებოდა", - აღნიშნავს გორელიშვილი. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოქალაქე მიტროპოლ დიმიტრიზე (შიოლაშვილი) აპირებდა თავდასხმას.

ეპარქიის პრესამსახურში აცხადებენ, რომ პირი დაკავებულია.

რადიო თავისუფლება შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG