Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 36 578 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 777 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 430 თბილისში.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 2.12%;

ბოლო 7 დღის - 2.47%;

ბოლო 14 დღის - 2.09%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აცრილია 17 261 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 287 183 შემთხვევა. მათგან 276 426 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3858 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა აპრილში:

1 აპრილი - ახალი შემთხვევა 499(ტესტი 28712). გარდაცვლილი 7;

2 აპრილი - ახალი შემთხვევა 529(ტესტი 24646). გარდაცვლილი 13;

3 აპრილი - ახალი შემთხვევა 580(ტესტი 29729). გარდაცვლილი 6;

4 აპრილი - ახალი შემთხვევა 464(ტესტი 15649). გარდაცვლილი 7;

5 აპრილი - ახალი შემთხვევა 228(ტესტი 9211). გარდაცვლილი 11;

6 აპრილი - ახალი შემთხვევა 897(ტესტი 24582). გარდაცვლილი 10;

7 აპრილი - ახალი შემთხვევა 687(ტესტი 27713). გარდაცვლილი 8;

8 აპრილი - ახალი შემთხვევა 761(ტესტი 34201). გარდაცვლილი 9;

9 აპრილი - ახალი შემთხვევა 777(ტესტი 36578). გარდაცვლილი 9.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG