Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე ჯერ არ ამბობს, აპირებს თუ არა მერად მეორე ვადით კენჭისყრას


თბილისის მერი კახა კალაძე ჯერჯერობით არ ამბობს, აპირებს თუ არა დედაქალაქის მერად მეორე ვადით კენჭისყრას. კალაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა:

„თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა. შესაბამისად, როდესაც იმის დრო მოვა, რომ დასახელდეს კანდიდატები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, პირველები ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებთ".

ბოლო ხანს მედიასაშუალებებით ვრცელდება ცნობები, რომ კახა კალაძე მმართველი პარტიიდან და ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. თბილისის მოქმედი მერი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG