Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას


აშშ-ის საელჩო საქართველოში პატივს მიაგებს 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში დაღუპულთა ხსოვნას:

„1989 წლის 9 აპრილს 21 ქართველი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა საბჭოთა არმიის ხელით მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ მიერ გაწეულ მსხვერპლს უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავლისთვის“.

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მემორიალი.

დღეს 32 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი.

2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG