Accessibility links

site logo site logo

"ფორმულა" აცხადებს, რომ მათ 2 თანამშრომელს თავს დაესხნენ


ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. არხი იუწყება, რომ ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

"ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ „ფორმულას“. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე „ფორმულას“ საშვის ქონის გამო ჩაუმსხვრიეს", - თქვა "ფორმულას" წამყვანმა ინციდენტზე საუბრისას.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ საქმის დეტალებზე ელოდება ინფორმაციას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ფორმულას" თანამშრომელს თავს დაესხნენ. მიმდინარე წლის თებერვალში თავს დაესხნენ არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ვახო სანაიას. ის ამ ინციდენტს თავის საქმიანობას უკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG