Accessibility links

site logo site logo

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი დააჯარიმეს ანტიპანდემიური წესების დარღვევის გამო


ერნა სოლბერგი

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, ერნა სოლბერგს, სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა კორონავირუსის საწინააღმდეგო სოციალური დისტანციის დარღვევით საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავი საოჯახო წვეულების ორგანიზებისთვის.

წვეულებაზე, რომელიც თებერვლის ბოლოს მთის კურორტ გეილოში გაიმართა, საგანგებო წესებით დადგენილი 10-ის ნაცვლად, შეკრებილი იყო 13 ადამიანი.

სკანდინავიის ამ ქვეყნის პოლიციამ 9 აპრილს განაცხადა, რომ სოლბერგი დაჯარიმდა 20 000 ნორვეგიული კრონით ($2352) იმ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისათვის, რომლის შედეგად ერთ-ერთ რესტორანში მისი ოჯახიდან იმაზე უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე ანტიპანდემიური წესით არის განსაზღვრული.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონი ყველასთვისაა, კანონის წინაშე ყველა თანასწორად თავს არ მიიჩნევს“, - განაცხადა პოლიციის უფროსმა ოლე საევორუდმა.

მიუხედავად იმისა, რომ ერნა სოლბერგი თავად წვეულებაში არ მონაწილეობდა, პოლიციის თანახმად, მან იცოდა, რომ რესტორანში დასაშვებზე უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბებოდა, ვინაიდან პირადად შეუკვეთა მაგიდა.

ნორვეგიის ორგზის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ მან კარგად არ გადაამოწმა წესები, როდესაც წვეულების ორგანიზებას ახდენდა.

„მე, ვინც ყოველდღე ნორვეგიელი ხალხის წინაშე გამოვდივარ და ვლაპარაკობ ინფექციის კონტროლზე, უკეთ უნდა ვიცოდე წესები“, - უთხრა ერნა სოლბერგმა ნორვეგიულ სახელმწიფო მაუწყებელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG