Accessibility links

site logo site logo

სლოვაკეთი უნგრეთს მიმართავს, დაეხმაროს Sputnik V-ის ვაქცინის ხარისხის დადგენაში


იგორ მატოვიჩი

სლოვაკეთი თავის მეზობელ უნგრეთს მიმართავს, დაეხმაროს რუსეთიდან შემოტანილი 200 000 დოზა Sputnik V-ის ვაქცინის ხარისხის დადგენაში მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის მარეგულირებელმა გუშინ განაცხადა, რომ შემოტანილი ვაქცინა შემოწმების შედეგად არ აღმოჩნდა იმ Sputnik V-ის იდენტური, რომელსაც დადებითი შეფასება მისცა ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet-მა.
ამ სკანდალის შემდეგ, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელიც მონაწილეობდა რუსული ვაქცინის წარმოების დაფინანსებაში და ახლა მისი დისტრიბუციითაა დაკავებული, სლოვაკეთის სახელმწიფო დაწესებულება დაადანაშაულა Sputnik V-ის წინააღმდეგ დაწყებულ „დეზინფორმაციის კამპანიაში“ და ვაქცინის მთელი პარტიის უკან დაბრუნება მოითხოვა.

ამ სადავო საკითხის გადაჭრაში, უნგრეთის მარეგულირებლის როლის შესახებ სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრმა, იგორ მატოვიჩმა, განაცხადა 9 აპრილს ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მატოვიჩი, რომელსაც მანამდე პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, სკანდალში აღმოჩნდა გახვეული მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრ მარეკ კრაიჩისთან ერთად, მთავრობის დადგენილების გვერდის ავლით, თებერვალში რუსეთისგან შეიძინა კორონავირუსის საწინააღმდეგო Sputnik V-ის დიდი პარტია.

პოლიტიკური სკანდალის შედეგად მატოვიჩი თანამდებობიდან გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა ფინანსთა მინისტრი ედუარდ ჰეგერი.
სლოვაკეთი მეორე ქვეყანაა უნგრეთის შემდეგ, რომელმაც გადაწყვიტა რუსული ვაქცინის შეძენა მანამდე, ვიდრე მისი გამოყენების ნებართვას გასცემდა ევროპის წამლების სააგენტო (EMA).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG