Accessibility links

site logo site logo

რუსეთში კოლონიაში პატიმრობით დასაჯეს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციის მონაწილე


მოსკოვის მეშჩანსკის რაიონულმა სასამართლომ სამნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა აქტივისტ პაველ გრინ-რომანოვს, 31 იანვარს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ მიტინგში მონაწილეობის გამო.

იგი დამნაშავედ სცნეს ხელისუფლების მიმართ ძალადობის გამოყენებაში. გამოძიების ვერსიით, გრინ-რომანოვმა არსანქცირებული მიტინგის დროს მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში გაზის ბალონი შეასხურა სახეში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრს.

23 წლის დონბასის მკვიდრმა მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა. შესაბამისი ვიდეო აღიარებითი ჩვენებით საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა. მაგრამ გრინ-რომანოვის ადვოკატმა განმარტა, რომ გაზის ბალონი მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გახსნა მას შემდეგ, რაც მისი ცოლი იმ სპეცრაზმელის გვედრით აღმოჩნდა, რომელიც ერთ-ერთ დემონსტრანტს სცემდა.

დაზიანებულ პოლიციელს ექსპერტიზის დასკვნით გაზის ზემოქმედების შესახებ განუვითარდა თვალის დამწვრობა და პირველი ხარისხის კონიუნქტივიტი.
ეს არის ყველაზე სასტიკი სასჯელი, რაც 31 იანვრის აქციაში მონაწილეებისათვის პროკურატურამ მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG