Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში 3:2 მოუგო საფრანგეთს


საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საფრანგეთის ნაკრებს მოუგო, ანგარიშით 3:2 და ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა, რაც დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოაპოვებინებს.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში გამართული ხუთი თამაშიდან სამი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. საფრანგეთთან საშინაო მატჩამდე, ორჯერ აჯობა სომხეთის ნაკრებს (შინ - 5:0 და სტუმრად - 3:2), სტუმრად 4:4 ეთამაშა საფრანგეთს და შინ დამარცხდა რუსეთთან (0:4), რომელსაც 12 აპრილს სტუმრად შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას რვა შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული ექვსი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები უმალ მოიპოვებენ, დარჩენილი ორი მეორეადგილოსანი კი 2021 წლის 14-17 ნოემბერს პლეი ოფში იბრძოლებს ბოლო საგზურისთვის.

ევროპირველობა ნიდერლანდებში გაიმართება 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით. მასში თექვსმეტი ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ნიდერლანდებიც, რომელიც, მასპინძლის სტატუსის გამო, შესარჩევ ციკლში მონაწილეობას არ იღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG