Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სპეცსამსახურები: რუსეთი გააგრძელებს მსოფლიო წესრიგის ნგრევას


რუსეთი მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, სავარაუდოდ, კვლავ შეეცდება განაგრძოს მსოფლიო წესრიგის ნგრევა, მაგრამ მისი გლობალური გავლენა შესუსტდებდა მრავალრიცხოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ძვრების ფონზე. ასეთ პროგნოზს აკეთებენ აშშ-ის სპეცსამსახურები დაზვერვის ეროვნული საბჭოს პერიოდულ მოხსენებაში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გამოიცემა. დოკუმენტში საუბარია იმ გლობალურ ტენდენციებზე, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა აშშ-ის უსაფრთხოებაზე უახლოესი 20 წლის განმავლობაში.

„უკანასკნელი წლებისა და ათწელულის განმავლობაში სამყარო შეეჩეხება უფრო მწვავე გამოწვევებს. როგორც დაავადებებს, ისე კლიმატურ ცვლილებას, ახალი ტექნოლეგიების გავლენის ზრდას და ფინანსურ კრიზისებს, აფრთხილებენ 8 აპრილს გამოქვეყნებული მოხსენების, „გლობალური ტენდენციები 2040“-ის ავტორები.


აშშ-ის სპეცსამსახურის ანალიტიკოსები რუსეთს წარმოადგენენ როგორც მზარდ რევიზიონისტულ ძალას, რომელიც ჩინეთის მსგავსად, ესწრაფვის იმ მსოფლიო წესრიგის შეცვლას, რომელიც უპირატესად დასავლეთის გავლენით ჩამოყალიბდა. "მოსკოვი მოძრაობს ტრადიციული ფასეულებების გზით, ცდილობს მიაღწიოს თავის შიდა საქმეებში ჩაურევლობას და საკუთარი „პროტექტორატის“ დამყარებას ევრაზიული სივრცის დიდ ნაწილზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

მოხსნებაში საუბარია ასევე ევროპული სამხედრო ძალის შექმნაზე, რაც ზოგიერთი წევრი ქვეყნის ამბიციის მიუხედავად, ანგარიშის ავტორების აზრით, ვერ მიაღწევს სასურველ მიზანს ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი პრიორიტეტების და კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოტენციალისათვის საჭირო გრძელვადიანი ინვესტიციების არარსებობის გამო. „COVID–19 ის შედეგად ევროპის თავდაცვის ხარჯები კონკურენციაში მოვლენ სხვა საბიუჯეტო პრიორიტეტებთან, ამიტომ უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ევროპული ინიციატივები ვერ დასრულდება ჩრდილოეთ ატლანტიკური ორგანიზაციისაგან (ნატო) დამოუკიდებელი ისეთი სამხედრო პოტენციალის შექმნით, რომელსაც რუსეთისგან მისი დაცვა შეეძლება“, - ხაზგასმულია ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG