Accessibility links

site logo site logo

პოლონეთი აღნიშნავს სმოლენსკის ავიაკატასტროფის მეათე წლისთავს


სმოლენსკის მახლობლად ჩამოვარდნილი პოლონური თვითმფრინავის ნამსხვრევები. ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლები. 2010 წ. 13 აპრილის ფოტო.

10 აპრილს პოლონეთი აღნიშნავს მეათე წლისთავს რუსეთის ქალაქ სმოლენსკის მახლობლად თვითმფრინავის ჩამოვარდნისა, რომელშიც ისხდნენ პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ქვეყნის მრავალი მაღალი რანგის პოლიტიკოსი და სამხედრო.

პოლონეთში ბევრნი - მათ შორის, მმართველი კანონისა და სამართლის პარტიის წამყვანი წევრები - ეჭვქვეშ აყენებენ 2011 წელს პოლონეთის საგანგებო კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს.

გამოძიების თანახმად, Tu-154-მა, რომელიც სამხედრო რეისს ასრულებდა ვარშავიდან, ძლიერი ნისლის პირობებში განიცადა ავარია, როცა ის სმოლენსკის აეროპორტში ჯდებოდა. მიზეზად დასახელებულია პილოტის შეცდომა და სმოლენსკის საჰაერო ტრანსპორტის დისპეტჩერის მხრიდან მიღებული არასაკმარისი ინფორმაცია.

პოლონელები ასევე ეჭვით უყურებენ გამოძიებას, რომელიც რუსეთმა ჩაატარა.

პოლონეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ რუსეთმა პოლონეთს გადასცა ფრენის შესახებ ჩაწერილი ინფორმაცია, მაგრამ „ნამსხვრევები კვლავაც რუსეთშია; შავი ყუთები კვლავაც რუსეთშია“.

დაღუპული პრეზიდენტის ტყუპისცალმა ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, თვითმფრინავის კატასტროფა რუსეთის მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგია.

ამ ტრაგედიამ დაძაბა ვარშავასა და მოსკოვს შორის ისედაც რთული ურთიერთობები. მით უმეტეს, რომ თვითმფრინავი მიემართებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს სმოლენსკის მახლობლად მდებარე კატინში საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ 22 ათასამდე პოლონელი სამხედრო ოფიცრისა და სამოქალაქო ინტელიგენციის წარმომადგენლის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG