Accessibility links

site logo site logo

ბრიტანელი ექსპერტი: პუტინის კრიტიკოსი, ლონდონში მცხოვრები რუსი ბიზნესმენი გლუშკოვი 2018 წელს მოკლეს


Aeroflot-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე ნიკოლაი გლუშკოვი. 2000 წ. 19 დეკემბრის ფოტო.

ბრიტანელმა სასამართლოს ექიმმა დაადგინა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა, „მესამე მხარის“ მიერ იქნა გაგუდული ლონდონის გარეუბანში, საკუთარ სახლში. რუსი ბიზნესმენი გლუშკოვი, რომელმაც საკუთარი ნებით დატოვა რუსეთი, 2018 წლის მარტში იპოვეს ინგლისის ქალაქ ნიუ-მალდენში.

მთავარმა სასამართლო ექიმმა ჩინიერე ინიამამ დაადგინა, რომ გლუშკოვი „უკანონოდ იქნა მოკლული“. ეს დასკვნა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც დასავლეთ ლონდონის სამედიცინო სასამართლომ მოისმინა მტკიცებულებები, რომ გლუშკოვის სიკვდილი ისე დადგეს, რომ ის თვითმკვლელობად გამოჩენილიყო და რომ მის სიკვდილში „მესამე მხარე“ მონაწილეობდა.

გლუშკოვი რუსეთიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც მას თაღლითობაში დასდეს ბრალი სახელმწიფო ავიაკომპანია Aeroflot-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას. 2010 წელს მას დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს.

გლუშკოვი რუსი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის ახლო მეგობარი იყო. ბერეზოვსკი, რომელიც ასევე მწვავედ აკრიტიკებდა პუტინს, 2013 წელს ლონდონში იპოვეს საკუთარ ბინაში ჩამომხრჩვალი.

2017 წელს რუსეთის სასამართლომ გლუშკოვი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ Aeroflot-ის კუთვნილი 120 მილიონი დოლარის მითვისებაში.

გლუშკოვი თავის დასაცავად უნდა გამოცხადებულიყო ლონდონის კომერციულ სასამართლოში 2018 წლის 12 მარტს - იმ დღეს, როცა მისი გვამი აღმოაჩინა მისმა ქალიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG