Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID 19-ის 707 ახალი შემთხვევა დადასტურდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 707 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინ ეს მაჩვენებელი 506 იყო, 25751 ტესტის ჩატარების ფონზე.

Stopcov.ge-ზე ახლახან შეცვლილი მონაცემების თანახმად, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ჩატარდა 24823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 16878, PCR ტესტი - 7945.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 8 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3877-ს შეადგენს.

592-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 277303-ს მიაღწია.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 198 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 2298 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფ პირთა რიცხვი 309-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG