Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 6 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 13 685 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 359 შემთხვევა. კვირა დღეს, როგორც წესი, ტესტირების რაოდენობა შემცირებულია. 359 ახალი შემთხვევიდან 202 თბილისშია.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 2.62%;

ბოლო 7 დღის - 2.51%;

ბოლო 14 დღის - 2.31%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 526-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 12 აპრილის დილის მდგომარეობით აცრილია 20 622 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 288 755 შემთხვევა. მათგან 277 829 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3883 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა აპრილში:

1 აპრილი - ახალი შემთხვევა 499(ტესტი 28712). გარდაცვლილი 7;

2 აპრილი - ახალი შემთხვევა 529(ტესტი 24646). გარდაცვლილი 13;

3 აპრილი - ახალი შემთხვევა 580(ტესტი 29729). გარდაცვლილი 6;

4 აპრილი - ახალი შემთხვევა 464(ტესტი 15649). გარდაცვლილი 7;

5 აპრილი - ახალი შემთხვევა 228(ტესტი 9211). გარდაცვლილი 11;

6 აპრილი - ახალი შემთხვევა 897(ტესტი 24582). გარდაცვლილი 10;

7 აპრილი - ახალი შემთხვევა 687(ტესტი 27713). გარდაცვლილი 8;

8 აპრილი - ახალი შემთხვევა 761(ტესტი 34201). გარდაცვლილი 9;

9 აპრილი - ახალი შემთხვევა 777(ტესტი 36578). გარდაცვლილი 9;

10 აპრილი - ახალი შემთხვევა 506(ტესტი 25751). გარდაცვლილი 11;

11 აპრილი - ახალი შემთხვევა 707(ტესტი 24823). გარდაცვლილი 8;

12 აპრილი - ახალი შემთხვევა 359(ტესტი 13685). გარდაცვლილი 6.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG