Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ახალგაზრდა ქალს ეძებენ


პოლიციელები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან კვირას, 11 აპრილს გაუჩინარებულ 18 წლის ქალს ეძებენ. პოლიცია ახალგაზრდა ქალის ძებნაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ოჯახმა მიმართა - გოგოს ახლობლები საუბრობენ იმაზე, რომ ის დანიშნული იყო მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე და მალე ქორწილიც იგეგმებოდა და, ამავდროულად, აქვთ ეჭვი, რომ ის შესაძლოა ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს.

სახლიდან წასვლის წინ ახალგაზრდა ქალმა დედას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა არ უთქვამს, სად ან ვისთან ერთად მიდიოდა. ვერსიას, რომ გოგოს გაუჩინარება იძულებითი ქორწინებიდან თავის დახსნის მცდელობა იყოს, ოჯახი არ განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG