Accessibility links

site logo site logo

მურმანსკში მცირე ხნით დააკავეს ნავალნის ადგილობრივი ოფისის დირექტორის მოადგილე


რუსეთში, ქალაქ მურნმანსკის აეროპორტში მცირე ხნით დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადგილობრივი ოფისის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრ სურინოვი, - იუწყება პოლიტიკოსის ოფისის დირექტორი, ვიოლეტა გრუდინა. ვრცელდება ცნობები, რომ მისი დაკავება თითქოს კავშირშია ნარკოტიკების გადატანასთან.

სურინოვი სანკტ-პეტერბურგიდან ბრუნდებოდა. ნავალნის ოფისს შეატყობინეს, რომ მათი თანამშრომელი დააკავეს პოლიციის მიერ მიღებული, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სურინოვი გაჩხრიკეს და გაუშვეს, მას შემდეგ, რაც მას ნარკოტიკები არ აღმოაჩნდა.

სურინოვი ხელმძვანელობს ვიოლეტა გრუდინას საარჩევნო კამპანიას ქალაქის საბჭოს დეპუტატის მანდატისთვის. ნავალნის ოფისში ვარაუდობენ, რომ დაკავება კავშირშია მოახლოებულ კენჭისყრასთან.

თავად ნავალნი პატიმრობაში იმყოფება, სასამართლოს განაჩენით 2023 წლის ზაფხულამდე. პოლიტიკოსი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეთითხნილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG