Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი რამადანის თვის დადგომას ულოცავს საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს


რამადანის თვის დადგომას ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას და მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით დასრულებას გისურვებთ.

მე ძალიან ვაფასებ თქვენს უდიდეს წვლილს ჩვენი საერთო სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი მომავლის შენებაში. თქვენი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია.

ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - წერს „ფეისბუკზე" მთავრობის მეთაური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG