Accessibility links

site logo site logo

თბილისში კორონავირუსი 750-ზე მეტ პირს დაუდასტურდა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსი 1374 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი თბილისიდან გამოვლინდა. ქვეყანაში 37 524 ტესტი ჩატარდა, დღიური დადებითობის მაჩვენებელი კი 3,66 პროცენტია.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 756,
  • აჭარა - 116,
  • იმერეთი - 97,
  • ქვემო ქართლი - 61,
  • შიდა ქართლი - 80,
  • გურია - 15,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 161,
  • კახეთი - 40,
  • მცხეთა-მთიანეთი - 30,
  • სამცხე-ჯავახეთი - 10,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 422-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 290 129 შემთხვევა. მათგან 278 251 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3894 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG