Accessibility links

site logo site logo

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ექსპორტი გაზრდილია, იმპორტი - შემცირებული


სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

2021 წლის პირველ სამ თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საგარეო ვაჭრობა შემცირებულია 0.3%-ით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ექსპრეს-მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 773.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3%-ით ნაკლებია.

ოფიციალური სტატისტიკით, ექსპორტი 5.3%-ით მეტია, ხოლო იმპორტი 2.4%-ით ნაკლები.

2021 წლის იანვარ-მარტში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%. საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 აპრილს გამოქვეყნდება.

2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14.8%-ით შემცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG