Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლაგოდეხის კლასტერებიდან" უმეტესობას კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი აქვს


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტირების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 70-მდე ადამიანი დაინფიცირდა.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა გია გოზალიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ინფიცირებულთა უმრავლესობას დაუდგინდა ე.წ ბრიტანული შტამი, რომელიც უფრო სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა.

ამ დროისთვის გამოვლენილია ორი - ეკლესიის და სკოლის კლასტერი. ინფიცირებულები არიან ლაგოდეხის ერთ-ერთი ტაძრის სასულიერო პირები და მრევლის წევრები, ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგები და სოფელ მაწიმის სკოლის მასწავლებლები. ორივე სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

6 თანამშრომლის ინფიცირების გამო დისტანციურად მუშაობს ლაგოდეხის საკრებულოც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG