Accessibility links

site logo site logo

გუმათში პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ბრახუნი რკინის კედელზე


გუმათჰესთან რიონის ხეობის დამცველები არიან შეკრებილი. დღეს დილით პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტა. აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად მათზე აბრახუნებენ.

რამდენიმე წუთის წინ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ რკინის ჯებირებზე ბრახუნი არის აგრესია. პოლიციის უფროსის თქმით, თუ ისინი ჯებირზე ბრახუნს არ შეწყვეტენ, პროპორციულ ძალას გამოიყენებენ.

„მე ჩემს განცხადებებზე და ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებელი ვარ და გეუბნებით, შეწყვიტეთ ეს აგრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ პროპორციულ ზომებს“, – უთხრა გუმათჰესთან შეკრებილებს სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა.

რკინის ჯებირი პოლიციამ გუმათჰესთან გამთენიისას აღმართა. რკინის კედლის აღმართვამდე დააკავეს კომპანია „ენკას“ ბაზასთან აქციის 6 მონაწილე. რიონის ხეობაში გადაადგილება 3 აპრილიდან არის შეზღუდული.

რკინის მსგავსი კონსტრუქცია 2019 წლის ნოემბერში სამართალდამცველებმა თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზეც განათავსეს, პარლამენტთან აქტივისტების გადაადგილების შესაზღუდად.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 11 აპრილის შემდეგ აქციებმა ადგილი იძულებით შეიცვალა და ნამოხვანიდან, სადაც პოლიციამ საპროტესტო კარვები დაშალა, გუმათში გადაინაცვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG