Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შესახებ. არმენ სარქისიანი თბილისში ხვალ, 15 აპრილს ჩამოვა და მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG