Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი კარანტინი უქმდება


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან, ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლეთა სავალდებულო კარანტინის ვადა 5 დღემდე 1 თებერვალს შემცირდა. 1 თებერვლამდე სავალდებულო კარანტინი 12-დღიანი იყო.

5 დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტი განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 4 ადამიანი, რომელიც შემოვლითი გზით ცდილობდა გალიდან ზუგდიდში მოხვედრას, ადიდებულმა მდინარემ წაიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG