Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იან კელი - „ყველა ქართველმა უნდა მოითხოვოს მთავრობისგან რეფორმები დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად“


აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ 14 აპრილს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე განაცხადა:

„არ მესმის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების იდეის გარეშე როგორ შეიძლება საქართველო მართლა გახდეს დაბალანსებული დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენს ქვეყანას თუ შეხედავთ - ღმერთია მოწმე, ჩვენი პრობლემები გვაქვს და ჩვენი გადახვევები არალიბერალურობისა და ავტორიტარიზმისკენაც კი - და ჩვენს ორ არჩევნებს შევადარებთ ერთმანეთს, ჩვენ ამოვძვერით სიტუაციიდან, როცა აღმასრულებელი შტო ცდილობდა არჩევნების მოპარვას და მას ამაში ხელი შევუშალეთ დამოუკიდებელი სასამართლოებით.

ვფიქრობ, სწორედ ეს არ არსებობდა გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში - სანდო, დამოუკიდებელი განმსჯელი საჩივრებისა არჩევნებში დარღვევებისა და ხელისუფლების ჩარევის შესახებ. ცხადია, ეს საკითხი მალე არ გადაიჭრება, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ყველა ქართველმა უნდა მოითხოვოს თავისი მთვრობისგან იმგვარი რეფორმების გატარება, რომლებიც უზრუნველყოფდა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG