Accessibility links

site logo site logo

კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინს" სპეციალური მმართველი შეუცვალა


საქართველოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით ინტერნეტპროვაიდერ კომპანიას, "კავკასუს ონლაინს" სპეციალურ მმართველი შეუცვალა. გადაწყვეტილება კომისიამ დღეს, 15 აპრილს მიიღო.

კომპანიის ახალი მმართველი თამარ ბოკუჩავა იქნება, რომელიც 2017 წლიდან კომუნიკაციების კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

2020 წლის 1 ოქტომბრიდან ამ დრომდე სპეციალური მმართველის თანამდებობაზე მარიამ სალუქვაძე მუშაობდა, რომელიც ამავდროულად იყო სახელმწიფოს დაფუძნებული ააიპ ოუფენ ნეტის დირექტორი. იმის გამო, რომ "ოუფენ ნეტი" დღეიდან ავტორიზებული პირი იყო როგორც სალუქვაძემ, ასევე, კომისიამ მიიჩნია, რომ ხელმძღვანელი უნდა შეცვლილყო.

კანონი, რომლითაც კომისიას შესაძლებლობა მიეცა კომპანიაში დროებითი მმართველი დანიშნოს, კომისიამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა. მანამდე კომპანიის წილების მისი ნებართვის გასხვისების გარეშე შემთხვევაში გაფრთხილება, დაჯარიმება და ავტორიზაციის შეჩერება შეეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG