Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა


მაია სანდუ
მაია სანდუ

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური რეალობა ქვეყნის პროდასავლელ პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მოლდოვის საკონსტუტიციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა ორჯერ არ დაუჭირა მხარი პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წრდგენილ კანდიდატებს.

„ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, არ ექვემდებარება გასაჩივრებას, და ძალაში შედის მის ოფიციალრუ ცნობარში გამოქვეყნების მომენტიდან“, - განაცხადა 15 აპრილს მოლდოვის საკონსტიუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დომნიცა მანოლემ.

მაგრამ საკონსტიტუციო სამართლის ზოგიერთი ექსპერტის ფიქრობს, რომ პარლამენტის დათხოვნა შეუძლბელი იქნება მაისის ბოლომდე, ვიდრე არ გავაქ ქვეყანაში კორონავირუსისი გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა.

სავარაუდოდ, მაია სანდუს ბრძანება პარლამენტის დათხოვნის შესახებ გამოქვეყნდება მაისის ბოლოს, მომდევნო 30 დღის განმავლობაში უნდა დადგინდეს ახალი აჩევნების თარიღი, ხოლო 60 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მარტის ბოლოს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ კონსულტაციების დაწყება შესთავაზა ქვეყნის პარლამენტში შემავალ ფრაქციებსა და ჯგუფებს მას შემდეგ, რაც წინა დღით საკანონმდებლო ორგანომ მეორედაც ვერ მოახერხა პრემიერ-მინისტრის არჩევა.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატზე პარლამენტის მიერ მეორედ უარის თქმის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს აქვს უფლება, 45 დღის განმავლობაში დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მაია სანდუ პრეზიდენტად არჩევის წინ და შემდეგაც აცხადებდა, რომ მხარს დაუჭერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ახალი საარჩევნო კოდექსით, რაც მის მომხრე პროდასავლურ ძალებს აძლევს შანსს, მოიპოვონ უმრავლესობა 101-ადგილიან პარლამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG