Accessibility links

site logo site logo

ირანმა რუსეთთან გააფორმა კონტრაქტი 60 მილიონი Sputnik V-ის ვაქცინის შეძენაზე


რუსეთში ირანის ელჩის, კაზემ ჯალალის, თანახად, თეირანმა რუსეთთან ხელი მოაწერა კონტრაქტს 60 მილიონი დოზა კოვიდსაწინააღმდეგო Sputnik V-სი შეძენის თაობზე, რითაც შესაძლებელი გახდება 30 მილიონი ადამიანის აცრა. ირანის სახელმწიფო სააგენტო „ირნას“ ცნობით, აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან, რომელიც პასუხს აგებს საზღვარგარეთ რუსეთის ვაქცინის დისტრიბუციაზე.

ჯალალის თანახმად, იარნი 60 მილიონ რუსულ ვაქცინას ეტაპობრივად ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში მიიღებს.

ირანში, რომელიც კორონავირუსის მორიგი სახიფათო ტალღის წინაშე დგას, ვირუსისგან, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ყოველ 4 წუთში ერთი ადამიანი იღუპება. 83 მილიონი მოსახლეობის ირანში კორონავირუსი გახდა მიზეზი 65 ათასი ადამიანის დაღუპვისა, ხოლო ეპიდემიის განმავლობაში 2,1-ი მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG