Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გახარიას გუნდი" "კალაძის გუნდს" პროგრესულად მოაზროვნეებს უწოდებს, მომავალში თანაგუნდელებად განიხილავს


ოპოზიციაში ახლადგადასული "გიორგი გახარიას გუნდის" წევრი, ალექსანდრე მოწერელია​ ამბობს, რომ მომავალ თანაგუნდელებად "ქართული ოცნების" პროგრესულ ნაწილს განიხილავს, რომელშიც "კახა კალაძის გუნდს" მოიაზრებს. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.

"კალაძე ერთ-ერთი გამორჩეული, მაღალრეიტინგული ფიგურაა. ასევე მინდა, ის დარჩენილი უმრავლესობაც ვახსენო, ვინც დარჩა პარლამენტში. ძალიან ღირსეული წევრები არიან დარჩენილი პარლამენტში. ბევრი მათგანი იზიარებს და ჩვენ პირად საუბრებშიც გვქონია თანხვედრა ღირებულების თუ ფასეულობის. კახა კალაძის გუნდიც იმ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების, ვინც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ხვალ-ზეგ ჩვენს თანაგუნდელებად, შეადგენენ იმ მთლიანი, დარჩენილი "ქართული ოცნების" წევრებს", - განაცხადა მოწერელიამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია კალაძის "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის შესახებ. კონკრეტულად, ვის განიხილავს მოწერელია მომავალ თანაგუნდელებად მას არ დაუკონკრეტებია.

14 აპრილს პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა. ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები არიან, საერთო ფასეულობები აქვთ და მასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით გადადიან ახალი პარტიის მშენებლობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG