Accessibility links

site logo site logo

პროკურატურა გიორგი მუმლაძისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს


საქართველოს პროკურატურა სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროკურატურიდან მიაწოდეს.

მუმლაძის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. მოსამართლე გადაწყვეტს, სრულად დააკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას, ნაწილობრივ, თუ საერთოდ არ გაითვალისწინებს.

გიორგი მუმლაძე სხვა 4 აქტივისტთან ერთად პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან 14 აპრილს დააკავეს, როცა ის გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდა. დავით კაპანაძე და სხვა აქტივისტები კი - ამავე დღის მეორე ნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც აპროტესტებდნენ იმას, რომ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულში დასდეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აქტივისტებს პოლიცია, როგორც წესი, ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის გამო აკავებს ან აჯარიმებს.

მუმლაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG